კითხვა  &  პასუხი

ჩვენი Facebook-ი ოდნოკლასნიკები ჩვენი Vkontakti-ი

კითხვა  &  პასუხი

რითი  დავიწყოთ  რემონტი??

რემონტის დაწყებამდე საჭიროა ვნახოთ და შევისწავლოთ თქვენი ობიექტი (ბინა,კომერციული ფართი,აგარაკი ა.შ) სასურველია იქონიოთ თქვენი ფართის ნახაზი ან ჩვენი თანამშრომელი გამოგყვებათ და ადგილზე შეადგენს ნახაზს სრულიად უფასოდ.ამის შემდგომ შევადგენთ ხარჯთაღრიცხვას და გეცოდინებათ თუ რამდენი ჯდება თქვენი ფართის რემონტი.

რა  დრო  ჭირდება  რემონტის  დასრულებას?

რემონტი არის ინდვიდუალური ამისათვის პირველ რიგში საჭიროა კომპლექსური მუშაობა .თუ თქვენი ბინის ოთახების რაოდენობა შეადგენს 2-3 ოთახს, სავარაუდო რემონტის დრო იქნება 2 თვე,თუ თქვენს ბინას ესაჭიროება შავი სამუშაოები როგორიცაა ( ბათქაში,იატაკის მოჭიმვა კედლების ამოყვანა და ა.შ..) ემატება 2 კვირა.

როგორ  გავიგოთ  რა  ჯდება  რემონტი?

ამისათვის პირველ რიგში საჭიროა გავიგოთ რა სტილის რემონტის გააკეთება გსურთ (ეკონომ რემონტი,საშუალო დონის რემონტი,მაღალი კლასის რემონტი) ასევე მასალების ფასების დადგენის შემდგომ და საბოლოო ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ გეცოდინებათ რემონტის ფასი.

რა  გამოცდილება  აქვს  თვენს  გუნდს  სარემონტო  სფეროში?

ჩვენი გუნდი ფუნქციონიერბს 2007 წლიდან.ჩვენს გუნდში მუშაობენ ხელოსნები რომლებსაც მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გააჩნიათ თავიანთ პროფესიაში.!

აკეთებთ  თუ  არა  ბინის  დიზაინ  -  პროექტს  ?

დიახ ჩვენ ვაკეთებთ დიზაინ-პროექტს ,ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ მასლაების ფართო ასორტიმენტი ფასდაკლებით (ლამინატი ,კერამიკული ფილები და ას.შ.) დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან ოფისში.. 

ვინ  აწარმოებს  მასალების  ყიდვას  და  ბინაზე  მიტანას ?

შავი მასალების შეძენას ვაწარმოებთ ჩვენ. მოსაპირკეთებელ მასალას (ლამინატს,კერამიკულ ფილას ფურნიტურას)როგორც წესი საერთოდ მომხმარებელი ირჩევს თვითონ, თუმცა ჩვენი კომპანია ორიენტირებულია თქვენს კომფორტზე ამიტომ შესაძლებელია მასალაბის ყიდვა განვახორციელოთ ჩვენ.ასევე გთავაზობთ ნებისმიერი პროდუქციის არჩევას ჩვენს ოფისში კატალოგების მეშვეობით.(ლამინატი,კარები,შპალერი ავეჯი და ა.შ). ასევე შედარებით დაბალ ფასად ,რამეთუ ჩვენ ვთანამშრომლობთ მაღაზიებთან და გვაქვს ფასდაკლება რომელიც საბოლოოდ კარგად აისახება თქვენს ბიუჯეტზე.

რას  მოიცავს  გარანტია ?

გარანტია მოიცავს პირველ რიგში ყველა ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოზე (12 თვეს) .რაც შეეხება მასალებს ამის გარანტიას კონკრეტული მწარმოებელი მოგცემთ.ჩვენ ვღებულობთ მასალებს ხარისხიანი მწარმოებლებიდან, რამეთუ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ჩვენი ხარჯებით ხელმეორედ გავაკეთოთ რემონტი.ჩვენ ვთავაზობთ ნებისმიერი კატეგორს რემონტის მომხმარებელს,ხარისხიან შესრულებულ სამუშაოებს,ვინაიდან ჩვენი კომპანიის ძირითადი პრიორიტეტი არის სისწრაფე და ხარისხი.

შეიცვლება  თუ  არა  რემონტის  ღიერებულება  შეთანხმებული  ფასის  შემდეგ ?

როცა კომპანია და მომხმარებელი კონკრეტულ ფასზე თანხმდება ის ფასი არ იცვლება,თუმცა შესაძლებელია მომხმარებელმა დაამატოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს და ამას რა თქმა უნდა დაემატება ხარჯი.დამატებითი სამუშაოები სრულდება თვითღირებულებით კომპანიის საკომისიოს გარეშე.

რა  არის  ხარჯთაღრიცხვა  და  რისთვისაა  ის  საჭირო ?

ხარჯთაღრიცხვა არის დეტალური ინფორმაცია,სრულიად გამჭვირვალე ურთიერთობისთვის კომპანიასა და მომხმარებელს შორის.ხარჯთაღრიცხვა კეთდება ჩვენი ხელოსნების დახმარებით ობიექტის დეტალურად(ყველა სამუშაოს და მასალების) კალკულაციის შემდგომ, სადაც მითითებული იქნება რემონტის ღირებულება.ხარჯთაღრიცხვის გაკეთება უფასოა ქ.ბათუმის ფარგლებში.

რა  გრაფიკით  ხდება  თანხების  გადახდა ?

რემონტის ღირებულებას ვყობთ 4 (ოთხ) ეტაპად:
30%- პირველი ეტაპი => ინერტული მასალების (შავი მასალების) შეძენა და მიტანა ობიექტზე .
25% - პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების შემდეგ (სანტექნიკა,ელექტროობა,შავი სამუშაოები).
25% - მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულების შემდეგ (კაფელ მეტლახის სამუშაოები,დაშპაკლვა).
15% - მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ ==> ობიექტის მომზადება სამღებრო სამუშაოებისთვის).
5% - მეოთხე ეტაპი (ჩვენი საკომისიო).

ყოველი გადახდა მოხდება შესრულებული სამუშაოების მიღება ჩაბარების საფუძველზე.

უზრუნველყობთ თუ არა ბინის დასუფთავება?

რემონტის დასრულების შემდეგ ჩვენ უზრუნველყობთ ობიექტის დალაგება დასუფთავებას!

ჩვენი კომპანია(REMONTS.GE)მადლობას უხდის ყველა ჩვენს მომხმარებელს !


ინოვაცია

ინოვაცია === >> გთავაზობთ ორიგინალურ სტილს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით : 
ნებისმიერ საგანზე უნიკალურ მოხატულობას (შპალერზე ,ბარისოლზე ,მინაზე და ა.შ)

გალერეა